პიანიჩი მოსკოვის ცსკ-ში გადასვლასთანაა ახლოს - რუსულმა მედიამ ეს მწვავედ მიიღო და ბოსნიელს 2022 წელს ნათქვამი სიტყვები გაუხსენა

AutoSharing Option
ბოსნიური Sportske-ს ინფორმაციით, ცნობილი ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი რუსულ ცსკ-ში გადასვლასთანაა ძალიან ახლოს.

34 წლის ფეხბურთელი ბოლოს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ბურთაობდა და "ალ შარჯას" ღირსებას იცავდა, საიდანაც წამოვიდა და ახლა თავისუფალი აგენტია.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ვეტერანმა შუახაზელმა მოსკოველებს ანაზღაურების სახით 2 მილიონი ევრო მოსთხოვა, რაზედაც თანხმობა მიიღო და გარიგებას წინ ვეღარაფერი უნდა დაუდგეს.

რუსული football24.ru პიანიჩს 2022 წელს თავის ნათქვამ სიტყვებს აქტიურად უხსენებს
და ამ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ სანქტ-პეტერბურგში რუსეთისა და ბოსნიის ნაკრებების ამხანაგური თამაში დაიგეგმა, რაზეც წინააღმდეგ ბოსნიელთა ვარსკვლავები, მათ შორის, კაპიტანი ედინ ჯეკო და სხვა ფეხბურთელები წავიდნენ.

მათ რიგებში იყო პიანიჩიც, რომელმაც თქვა, რომ გაოგნებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ შესაძლოა, რუსეთში ამხანაგური მატჩი გაემართათ და ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდი ამბავი მთელი ოპოზიციური პარტია ერთმანეთს ა*ვავდა და აფურთხებდა 2 წლის წინ და ეხა ერთად უნდა ქვეყნის შენება ერთმანეთზე უკეთესი არავინ ყავთ დღეს და ერთი პიანიჩის სიტყვები რა გახდა
ქართველი
14:50 22-09-2024
28
ფული ჯოჯოხეთს ანათებს

რა ხდება ჩვენტან სპორცემენბის პოლიტიკოსად ქცევაში ეგეც მეტყველებს
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული