კვლავ თავის სტიქიაშია - დიეგო კოშტამ "გრემიოს" 20-წლამდელებშიც იჩხუბა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცნობილი ფორვარდი დიეგო კოშტა მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრას კვლავ ახერხებს.

გამოცდილი ფეხბურთელი ამჟამად "გრემიოს" ღირსებას იცავს. ბრაზილიურმა კლუბმა ფორვარდი ფორმის აღსადგენად 20-წლამდელთა რიგებში ათამაშა, სადაც კოშტამ იჩხუბა და მოედნიდან გააძევეს.

შეგახსენებთ, კოშტა სხვადასხვა დროს "ატლეტიკოს", "ბრაგას", "სელტას", "ვალიადოლიდის", "რაიო ვალეკანოს", "ჩელსის", "ატლეტიკო მინეიროს", "ვულვზისა" და "ბოტაფოგოს" ღირსებას იცავდა.

დიეგო ესპანეთის ნაკრების ღირსებას 2014/2018 წლებში იცავდა. კოშტამ "ფურია როხას" მაისურით გამართულ 24 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.

alt"ღამე ერთ ოთხაში გავათიოთო... ვუთხარი, შენი უკანალით ნუ მაცდუნებ-მეთქი..." - დიეგო კოშტა ჰალკზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული