თურქეთში 24 წლის ქალ არბიტრს ელიფ კარაარსლანს სექსის გამო სამუდამოდ აუკრძალეს მსაჯობა, - იტყობინება bursadabugun-ი.
საქმე ისაა, რომ კარაარსლანს თამაშის დასრულების შემდეგ სექსი ჰქონდა მატჩის 61 წლის ინსპექტორთან ორჰან ერდერიმთან. ვიდეო თავად ელიფმა გამოაქვეყნა ინტერნეტში და სადისციპლინო კომიტეტის ექვსივე წევრმა მის სამუდამო დისკვალიფიკაციას დაუჭირა მხარი.
ერდერიმმა განაცხადა, რომ მსაჯებთან "რომანტიკული ურთიერთობა" კანონით აკრძალული არ არის და ისიც სამუდამო დისკვალიფიკაცით დასაჯეს, თუმცა ამაზე ნაკლებად დარდობს, რადგან ამბობს, რომ მისი კარიერა ისედაც დასასრულს მიუახლოვდა და უფრო მორალური ზიანი მიიღო.
კარაარსლანმა თქვა, რომ ვიდეო
მან კი არა, არამედ სხვა ქალმა გამოაქვეყნა, სარჩელი საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა, მაგრამ დისკვალიფიკაცია არ შეუმსუბუქეს.
ელიფი სტამბოლელია, "ლიბადეში", "ბაკირკეი გენჩლიკსპორსა" და "ბეშიქთაშში" თამაშობდა, მსაჯობა ცოტა ხნის წინ დაიწყო და დასრულება მალევე მოუწია.
ელიფი სტამბოლელია, "ლიბადეში", "ბაკირკეი გენჩლიკსპორსა" და "ბეშიქთაშში" თამაშობდა, მსაჯობა ცოტა ხნის წინ დაიწყო და დასრულება მალევე მოუწია.