სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე С4 ჯგუფში, მეოთხე ტურში სომხეთის ნაკრები სახლში 1:2 დამარცხდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან და 4 ქულით მეორე ადგილზეა.

უარყოფითი შედეგების გამო სომხეთის ნაკრების 67 წლის უკრაინელი მწვრთნელი ალეკსანდრ პეტრაკოვი სამუშაოდან დაითხოვეს.

პეტრაკოვი სომხეთის ნაკრებს 2023 წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებული 18 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო (ორჯერ ლატვიას სძლიეს), 5 ფრედ დაასრულა და 9 წააგო. მიმდინარე ტურნირზე კი ჯგუფის ლიდერ ჩრდილოეთ მაკედონიას 6 ქულით ჩამორჩნენ.

პეტრაკოვმა განაცხადა, რომ სომხეთში ისეთი პატივისცემით ექცეოდნენ, როგორც არსად, გულშემატკივრების წინაშე ვალში იყვნენ,
მაგრამ ამ ვალის დაბრუნება ყველას ერთად მართებდა და არ მარტო მას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ცავატანემ სომხებო. საქართველოზე უკეთესი ნაკრები გვაქს, უბრალოდ არ გვიმართლებს. დღეს ალბანეთიც მოიგებს და ერთ ჯგუფში ვიქნებით მერე ქართველებთან.
zura222
17:45 14-10-2024
1
1-2 კია არა, 0-2 წააგეს
გია
15:57 14-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული