"შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?" - ჩერჩესოვი ყაზახ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა მშობლიურ ენაზე დაუსვა

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი სკანდალში გაეხვია.

ყაზახეთი-სლოვენიის (0:1) მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჩერჩესოვს კითხვა ყაზახურ ენაზე დაუსვა, ჩერჩესოვმა კი ასეთი პასუხი გასცა:

"შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?".

კითხვის ავტორი ჟურნალისტი ბეგასილ სეუთხანოვი გახლდათ, რომელსაც "პარი სენ ჟერმენის" მაისური ეცვა.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"სტანისლავ ჩერჩესოვი ყაზახურ ენას დიდ პატივს სცემს, გარდა ამისა ის ყაზახურ ენას დიდი მონდომებით სწავლობს", - ნათქვამია ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ყაზახეთი ორენოვანი სახელმწიფოა, სადაც ყაზახური და რუსული ოფიციალურ ენებადაა გამოცხადებული.

alt

გახსოვთ "მეთევზეთა" "კლაკსვიკი"? - "ფერენცვაროში" გამოაგდო და ჩერჩესოვი უმუშევარი დატოვა

alt"კვარაცხელია ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ..." - ჩერჩესოვი ხვიჩაზე, სპალეტისა და "ნაპოლიზე" საუბრობს

altჩერჩესოვი: კვარაცხელიას იტალიურ კლებებთან რეკომენდაცია 2019 წელს გავუწიე

მკითხველის კომენტარები / 7 /
"ის ყაზახურ ენას დიდი მონდომებით სწავლობს" - ფრანგულიდან ვერ ასხვავებს ))
გია_544
16:21 16-10-2024
3
ხალხო შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ. ნუ ელაპარაკებით რუსებს რუსულად. პაჟალუისტა ზდრასტვუიწე და ეგეთებს მოეშვით. იქ არავინ გიპასუხებთ ქართილად და ნურც ჩვენ შევეგებებით მათი მშობლიური ენით. დაჟინებით უპასუხეთ ინგლისურად, თუ ინგლისური არ იცით ქართულად ელაპარაკეთ არც ეგაა პრობლემა. შეიგნონ სხვა ქვეყანაში რომ არიან და არა გრუზიაში. #ნუიქნებიგრუზინი
Star lord
20:08 16-10-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული