"გვარდიოლას სტუდენტობიდან მოურინიოს სტილის მწვრთნელად იქცა" - კარაგერი არტეტაზე

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში "არსენალმა" "ლივერპულს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, "მეთოფეები" მეტოქეს ორჯერ უგებდნენ, თუმცა არნე სლოტის გუნდმა ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხა.

"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა და ამჟამად Sky Sports-ის ანალიტიკოსმა ჯეიმი კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას შესახებ ისაუბრა.

"არსენალის" თამაშების ყურება მართლაც საინტერესოა, თავიდან ვფიქრობდი, რომ არტეტა, რომელიც გვარდიოლას სტუდენტი იყო, ზოგადად ბოლო 15 წლის განმავლობაში მსოფლიოს 2 ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა არიან.

არტეტა გვარდიოლას სტუდენტობიდან მოურინიოს სტილის მწვრთნელად იქცა. ვერავინ იფიქრებდა რომ
ეს მოხდებოდა", - განაცხადა კარაგერმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული