სკანდალი. ვინისიუსს "ოქროს ბურთს" არ გადასცემენ - როდრი პარიზში ყავარჯნებით ჩავიდა

AutoSharing Option
დღეს პარიზში "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართება და როგორც ირკვევა, სკანდალი მწიფდება.

უკლებლივ ყველა ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ გამარჯვებულად "რეალის" შემტევს ვინისიუსს არ გამოაცხდებენ, რის გამოც პროტესტის ნიშნად მადრიდული კლუბის ხელმძღვანელებიდან ღონისძიებას მხოლოდ დირექტორი ემილიანო ბუტრაგენიო დაესწრება.

ჟურნალისტი გილემ ბალაგე წერს: "ვინი, შენ ვერ გაიმარჯვე, მაგრამ გამარჯვებულს პატივისცემით მოეკიდე, რადგან ეს სპორტული კეთილშობილების ყველაზე დიდი გამოხატულებაა".

საფრანგეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდა "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი როდრი, რომელსაც, სავარაუდოდ, ოქროს ბურთს გადაცემენ. ის სცენაზე ყავარჯნებით ავა, რადგან ტრავმირებულია და სხვაგვარად გადაადგილება არ შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 31 /
40 წ-ზე მეტია ბარსას ფანი ვარ,მაგრამ ვიტყვი,რომ წელს რეალის ფეხბურთელი ვინისიუსი ყველაზე მაგარი იყო,ვეთანხმები იმ აზრსს,რომ ოქროს ბურთის მინიჭების საქმეშიც ნელნელა ქაქის სუნი იგრძნობა(იმედია ევროვიზიას არ დაემსგავსება)აქ ფეხბურთელის ხასიათი რა შუაშია?მინდორზე ის ყველაზე მაგარი იყო წელს,ფრანს ფუტბოლი ასევე უსამართლოდ მოექცა ლევანდოვსკის
Sake
09:24 29-10-2024
1
კი მაგრამ ამ ოქროს ბურთს მარტო ლიგის მოგებისთვის აძლევენ?კი ბატონო მაგარია მაგრამ აქ ხომ ნაკრების წარმატებაზეც არის საუბარი.ჩემპიონი როდრიც გახდა სიტიში და ევროპაზე რა გააკეთა ნაკრებისთვის ყველამ ვიცით
თემური
07:55 29-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული