"ორივე გოლი მეკარის სინდისზეა, "მილანი" ფრეს იმსახურებდა" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
სერია A-ს მე-10 ტურში "მილანისა" და "ნაპოლის" (0:2) მატჩის შემდეგ იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა სერაფინიმ Milan TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "როსონერი" მარცხს არ იმსახურებდა და "პარტენოპეიმ" ორივე გოლის მომენტში მაიკ მენიოს შეცდომით ისარგებლა.

"მილანმა" ბევრი მომენტი შექმნა და საბოლოო ჯამში ფრე დაიმსახურა. "ნაპოლის" ორივე გოლი მეკარის სინდისზეა. მენიო ორივე გოლის მომენტში შეცდა", - განაცხადა სერაფინიმ.

შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით 5 გატანილი გოლი და 2 საგოლე პასია.

alt

გოლი მეკარის სინდისზეა, "მილანი" ფრეს იმსახურებდა" - იტალიელი ჟურნალისტი" />ხვიჩას ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" სტუმრად "მილანს" მოუგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
არცერთი დარტყმა არ იყო ადვილად ასაღები.თანაც მეკარე გუნდის წევრი არაა?
მირიან
31 ოქტომბერი 2024 20:51
1
ლუკაკუს რახმანიმ საგოლე ვერტიკალური პასი მისცა და ლუკაკუმ ფიზიკურად დაჯაბნა დაცვა ფოლის ზღვარზე შეაგდო,მეკარის მიერ ასაღები ბურთი იყო ხვიჩამ კი თვითონ შექმნა გოლი,მარცხნიდან შევიდა ცენტრში და მუშა ფეხი კი მარჯვენა აქვს და სანამ არ დცდებისნ არ დაარგყმევინონ მარჯვენაში, უფრო ინტენსიურად ჩარევით ,ასეთ ბურთებს გაიტანს და გააქვს კიდეც ,ვარჯიშებზე მრავალჯერ დამუხავებული აქვს ამგვარი შესვლა,მეკარეს კი ეს დარტყმა შეეძლო აეღო,იტალიელი ჟურნალისტი მართალია....
მ.ზ.
30 ოქტომბერი 2024 20:25
12
რომ იძახით პირველი ბურთი ერთი ერთზე გაუშვაო იმას რატომ არ ამბობთ ეს ერთი ერთზე მისმა სირულმა პასმა რომ გამოიწვია?!)
გიუშა
30 ოქტომბერი 2024 20:21
3
თუ შეცდომაზე ვილაპარაკებთ პირველ გოლზე მცველები უნდა დაადანაშაულოთ. ლუკაკუმ თავისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე აშკარად დაჩაგრა მცველები. ხვიჩას გოლი შეიძლება აეღო კიდეც, მაგრამ ესეთი ტრაექტორიით მიმავალ ბურთს მეკარის შეცდომასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამას სჯობდა გეთქვა რომ მილანის ფეხბურთელებმა უამრავი დარტმებიდან ძირითადად რომ მაყურებლებში უშვებდნენ.
დავით 67
30 ოქტომბერი 2024 17:46
4
ორი გოლის გაშვებაში მეკარეს რომ დაადანაშაულებ,გამოდის რომ რომ მის კლასში შეგაქვს ეჭვი.არადა ორიოდე დღის წინ,მენიო,მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ნომინაციაში იყო დასახელებული,თანაც სრულიად დამსახურებულად.პირველი გოლი,პირისპირ გასულისაგან გაუშვა და მეორე,გასატანი პოზიციიდან დარტყმულზე.გადახტა და წესით ბურთი უნდა მოეგერიებინა,მაგრამ ბურთი ახტა და მის ხელებს,მაღლიდან გადააფრინდა.ცხადია ხვიჩამაც ისე დაარტყა,რომ მიწალოკია ბურთი წასულიყო,მაგრამ ბურთიც თითქოს იმაზე მეტად ახტა,ვიდრე კარგ გაზონზე ახტებოდა.ეს უკვე გაზონის ხარისხის ბრალია და არა მეკარისა.გოლი კვარას მიერ დარტყმის ასეთმა ხასიათმა და გაზონმა განაპირობეს.ასეთი პოზიციიდან დარტყმული ბურთები,თუ თავისუფლად დაარტყმევინებ,ჩვეულებრივ გადის და მეკარემ შეიძლება იხსნას,ან ვერ იხსნას.მანდ შეცდომაზე ვერ ილაპარაკებ.
სოსო
30 ოქტომბერი 2024 16:13
7
ხვიჩას გოლი აუღებელი იყო. კარგად, მოულოდნელად და ძლიერად დაარტყა. თან მეკარე ბურთს ვერ ხედავდა - ლუკაკუს გარდა დაცვაც ეფარებოდა.
ლუკაკუს გოლი მსაჯის სინდისზეა. ლუკაკუმ მცველს ჯერ ფეხზე დააბიჯა და მერე ხელით ისე გადააგდო, რომ 5 მეტრი იფრინა კაცმა.
ქ. გ.
30 ოქტომბერი 2024 15:44
17
მგონი მანძილი ცოტა შეგეშალა, 5 კი არა 25 მ იფრინა...
rigiti
30 ოქტომბერი 2024 18:35
2
ანუ, მილანს მაგარი უსინდისო მეკარე ჰყავსო. გალანძღა კაცი ფაქტიურად. :)
კარგი, ხვიჩამ საჯარიმოს გარედან დაარტყა. მაგრამ თამაშის მეხუთე წუთზე, იმხელა მასიური ტანკი რომ შეუშვა დაცვამ საჯარიმოში მეკარესთან პირისპირ, მცველებიც უსინდისოები იყვნენ? :)
ჯეჯე
30 ოქტომბერი 2024 13:29
0
პირველი გოლი ერთი ერთზე გასული ფეხბურთელისგან გაუშვა,მეორე გოლი მიწიდან ასხლეტილი იყო,რაც მეკარისთვის აუღებლად ითვლება.სად იყო აქ მეკარის შეცდომა???ჟურნალისტი კი არა ფეხბურთის უცოდინარია ვიღაცა.
მირო
30 ოქტომბერი 2024 13:24
1
კვარას გოლის დროს მიწიდანაც რომ არ ყოფილიყო ასხლეტილი მინც ვერ მოიგერიებდა იმიტომ რომ ნახტომი დააგვიანა და აი ამ სურათშიც კარგდ ჩანს კუთხე მაშინ აქვს დაფარული როცა ბურთი უკვე ბადეს ეხება
zura222
31 ოქტომბერი 2024 18:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული