"ნამდვილად დამწუხრებულია, თუმცა არა "ოქროს ბურთის" გამო" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა. იტალიელის თქმით, ბრაზილიელი შემტევი "ოქროს ბურთის" ვერმოგების გამო, დამწუხრებული სულაც არ არის.

"გასული კვირა ძალიან რთული იყო, საქმე "ოქროს ბურთს" არ ეხება, ეს წარსულში დარჩა, დაჯილდოებულებს ვულოცავ.

ვინისიუსი ნამდვილად დამწუხრებულია, თუმცა არა "ოქროს ბურთის", არამედ იმის გამო, რაც ახლა ვალენსიაში ხდება.

ვფიქრობ, ასეთ დროს საფეხბურთო ოჯახი ერთანი უნდა იყოს და მატჩები არ უნდა ტარდებოდეს", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

alt"60 წუთის

განმავლობაში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა" - ანჩელოტი "ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ

alt"ძალიან თავმდაბალი ბიჭი და "ოქროს ბურთის" მომავალი გამარჯვებულია" - ანჩელოტი ვინისიუსზე საუბრობს

altანჩელოტი სამწვრთნელო საქმიანობას მალე დაემშვიდობება? - იტალიელმა თავის მომავალზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
და, შენ რატომ ამბობ კარლო? თვოთონ თქვას, ან გააკეთოს რამე ხალხის დასახმარებლად. რა უცნაურია ეს ხალხი...
ლევანი
23:55 05-11-2024
0
ეს უკვე ადამიანურია. მერე, ეგ დალოცვილი, ყველაფერზე რომ ქვიᲗინებს, გამოვიდეს და დააფიქსიროს Თავისი პოზიცია
დინამოელი
14:50 05-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული