შევჩენკოს სიძემ უკრაინის დატოვების სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 20 ათასი დოლარი გადაიხადა

AutoSharing Option
ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის ანდრეი შევჩენკოს დამ, ელენამ, მისმა მეუღლემ ანდრეი ვასიურენკომ და კიდევ თვრამეტმა ადამიანმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ თვეებში, სავარაუდოდ, ოც-ოცი ათასი დოლარი გადაიხადეს, რათა კანონის დარღვევით წასულიყვნენ საზღვარგარეთ, - იტყობინება Слідство.Інфо.

გამოძიების ინფორმაციით, ბერეგოვსკის რაიონის პოლიციის დეპარტამენტის პრევენციული ღონისძიებების უფროსის მოადგილე იან მიკშა ეჭვმიტანილია საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანაში. პროკურორმა რომან კრუპკამ განაცხადა, რომ მიკშა პირადად აკონტროლებდა მესაზღვრეების მიერ ადამიანების ავტომობილებით ქვეყნის ფარგლების დოკუმენტების შემოწმების გარეშე დატოვებას და საერთო ჯამში 400 ათასი დოლარი აიღო.

ეს ფაქტი სატელეფონო საუბრებით და
გამშვებ პუნქტებზე ვიდეო-კამერებით დაფიქსირდა. ასე და ამგვარად კანონდარღვევით გავიდნენ უნგრეთში პიროვნებები და მათ შორის მამაკაცები, რომლებიც მობილიზაციას ექვემდებარებოდნენ.

პროკურორის თქმით, ელენა შევჩენკომ საზღვრის გადაკვეთამდე რამდენიმე დღით ადრე პირადად დაურეკა მიკშას. 20 მარტს ელენამ დედასთან და მეუღლესთან ერთად დატოვა სამშობლო მანქანით, რომელშიც მისი მეუღლე თითქოს არ იმყოფებოდა და საზღვრის გადაკვეთის შემდეგ უნგრეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ერეკლე მეფეს ხალხი რომ აკლდა თვითონ ხმალ ამოღებული იბრძოდა მუდამ, მაგრამ ტვინგაღუნულმა ვაიპატრიოტებმა და სექტანტებმა მაინც მოღალატედ შერაცხეს, ხოლო ის აზრი რომ ყველას მშვიდობა უნდა უბრალო ხალხს მართალია,მაგრამ აქ აგენტურა და სექტანტები ბომბების წვიმას მოგვიწოდებდნენ თბილისის თავზე, ხოლო უკრაინაში მაგ NGO ხროვას ბრონი აქვს ფრონტზე რომ არ გაიწვიონ
ზაკო-12
10:12 09-11-2024
21
კი ბატონო არიან ასეთებიც ვინც ომში წასვლას მოერიდა, მაგრამ უმეტესობა მაინც გმირები არიან უკრაინელები. 400000 დოლარი აიღოო წერია იმ სასაზღვროს კაცი თუ 20 000 ღირდა, გამოდის რომ 20 ახალგაზრდა გაუშვია. დაუშვათ კიდევ სხვა გზებისა გაექცნენ ომს, მაგრამ ეს იმდენად მცირეა რომ რუსების გაქცევას რაოდენობრივად ზღვაში წვეთია,მარტო საქართველოში 200000 კაცი იყო შემოსული. ყაზახეთში 4ჯერ მეტი და კიდევ უამრავი ქვეყანა გაივსო მათი გაქცევით. ფაქტია რომ ომი არავის უნდა, (უბრალო ხალხს) პუტინის ბანდის გარდა. ამიტომაც არის მათი მეგობარი სახელმწიფოები ირანი ჩრ.კორეა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა. თუმცა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებიც ეგენი არ არიან ამ მთავრობის გადამკიდე
დავით 67
23:31 08-11-2024
40
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული