"ახლა რაღაც პროვოკაციულს ვიტყვი"- იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა "ნაპოლის" ფეხბურთელზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ინტერისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა დანიელე ადანიმ Viva el Futbol-თან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

ადანის თქმით, მისი აზრით, "პარტენოპეის" ახალწვეული ალესანდრო ბონჯორნო მიმდინარე სეზონში კიმ მინ-ჯეზე უკეთესი მცველია.

"მინდა რაღაც პროვოკაციული ვთქვა. წელს ბონჯორნო უკეთესია, ვიდრე კიმი. ჩემთვის ალესანდრო ერთ-ერთი უძლიერესი მცველია", - განაცხადა ადანიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ბონჯორნო გასულ ზაფხულს "ტორინოდან", დაახლოებით 35 მილიონ ევროდ შეიძინა.

altანტონიო ადანი: ლეო მესი სპორტს უკეთესს ხდის

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთერთი უძლიერესი მცველი მართლაც არის,მაგრამ კიმზე უკეთესი?-არა მგონია.კიმი შეტევაშიც ნაყოფიერი იყო,თუმცა ბონჯორნომ ნაპოლის თამაშში ძალიან დიდი ცვლილება მოახდინა,უკეთესობისაკენ.ვიცი,შეტევაშიც შეუძლია გაქცევა,მაგრამ კონტეს ხელში ეს როგორ წარმოგიდგენიათ?სპალეტისთან,მართლაც შეეძლო,უკეთესი თუ არა,არა ნაკლები ყოფილიყო.
სოსო
16:36 12-11-2024
2
პროვოკაცია რა შუაშია, ყველას თავისი აზრ აქ, ე.ი გამოდის არ ფიქრობს, რომ ბონჯორნო საუკეთესოა და პროვოკაციის მიზნით იძახის.
რრრ
19:57 12-11-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული