"გლობოს" ცნობით, "რეალის" გარემარბი ვინისიუსი წარმოშობით კამერუნიდან ყოფილა. ამის შესახებ ფეხბურთელმა ურუგვაისთან მატჩამდე (1:1) დნმ-ის ტესტის ჩაბარების შედეგად შეიტყო.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანია ეროვნული გუნდის წევრებმა თავიანთი წარმომავლობა დაადგინონ. ამაში დახმარება კომპანია AfricanAncestry.com-მა გაუწია, რომელიც გენეტიკური ტესტების ჩაბარებითაა დაკავებული.
გაირკვა, რომ ვინისიუსის წინაპრები კამერუნის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ტიკარის (ტუმუს) ტომს განეკუთვნებოდნენ. მას ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცეს.