ფიფამ რუსეთის არმიის საფეხბურთო კლუბს სატრანსფერო ბანი დაადო

AutoSharing Option
ფიფამ, რუსეთის არმიის საფეხბურთო კლუბ "ცსკა მოსკოვს" 2026 წლამდე ტრანსფერების განხორციელება აუკრძალა. 

სატრანსფერო ბანის მიზეზი მარტივია: ცსკა-მ "ჰეერენვენს" ჩიდერა ეჯუკეს სანაცვლოდ სავალდებულო თანხა ვერ გადაუხადა. 

მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ მთელი რუსული საბანკო სექტორი სვიფტის სისტემიდან გაითიშა, რაც საერთაშორისო გადარიცხვებს მათთვის შეუძლებელს ხდის. 

აღსანიშნავია, რომ ცსკა მეხუთე რუსული კლუბია, რომელსაც მსგავსი სანქცია ფიფასგან დაეკისრა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კრემლებოტებო! კარგად წაიკითხეთ. ხომ გითხარით, რომ რუბლებს ვეღარ ჩაგირიცხავთ პატივცემული ამხანაგი ბელადი.
უფროსი ნაჩალნიკი
17:42 06-12-2024
5
, როგორც იქნა სამართალმა პური ჭამა ყველა რუსული უნდა დასანქცირდეს და ვინც რუსებთან კავშირშია
ამირან
20:20 06-12-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული