რონალდო: დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფერადკანიანი ბრაზილიელია

AutoSharing Option
ფიფას ვერსიით 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი (რეალი) გახდა. მან საპატიო პრიზი პირველად მოიპოვა.

გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა ნაკრებების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს, მეორე ადგილზე როდრი (მანჩესტერ სიტი), მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანი კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ლამინ იამალი (ბარსელონა) გავიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდო ლუის ნაზარიომ გააკეთა, მან "რეალის" ვარსკვლავს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ვინისიუსი ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.

"ზოგიერთები მისი გვარის ამოშლას ცდილობდნენ, მაგრამ ყველას დაუმტკიცა რაც შეუძლია და მათ წინ იცეკვა. დღეს
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფერადკანიანი ბრაზილიელია", - ციტირებს რონალდოს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

ცნობისთვის, ცნობილი გახდა, როგორი არჩევანი გააკეთეს საქართველოს წარმომადგენლებმა:

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ტონი კროოსი.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ლამინ იამალი.

altფიფას ვერსიით საუკეთესო ვინისიუსია - სანიოლის და კაშიას არჩევანი განსხვავებულია

altვინისიუსის წინაპრები ტიკარის ტომის წარმომადგენლები ყოფილან

alt"გიჟი ხარ!" - ესპანეთში თვლიან, რომ "მილანთან" მატჩში ამ საქციელისთვის ვინისიუსი უნდა გაეგდოთ
 

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ბოღმა კომპლექსი ვერ მოიშორეს რა. რა მნისვნელობა აქ რაფერკანიანია? ამ ხაზგასმითაა რო აცოცხლებთ რასიზმს და კაცთმოძულეობას. ფუ რა
Rezo
20:32 18-12-2024
0
რაც არ უნდა კარგი სპორტსმენი იყო თუ ადამიანად არ ვარგიხარ, ჩალის ფასი აქვს მაგ ყველაფერს, ეს კი ფერადკანიანი პროვოკატორია.
ზურა
16:35 18-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული