"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ, Carre-სთან ინტერვიუში "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

ფრანგის თქმით, მას კლუბში უამრავი პრობლემა დახვდა, რასთან გამკლავებაც მარტივი არ ყოფილა.

"როდესაც გუნდში მოვედი, თითქმის ყველას წასვლა უნდოდა და ხელფასებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ასეთ დროს კი ფეხბურთელების მოტივირება მარტივი საქმე არ არის. როდესაც ჯუნტოლი წავიდა, სრულიად მარტო დავრჩი და გვერდით არავინ მყავდა ისეთი, ვინც დახმარებას გამიწევდა იმ მომენტში მაინც, როცა კვარაცხელია და ოსიმენი შეცვლების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

დე ლაურენტისი? ამ ადამიანს ფეხბურთის არაფერი ესმის.
ერთხელ მითხრა, რომ ერთ მოთამაშეს მოედანზე 45 წუთი უნდა გაეტარებინა და მეორე ტაიმში შანსი სხვა ფეხბურთელებისთვის მიმეცა. ვუთხარი, რომ უკვე 60 წლის ვიყავი და ასეთ საკითხს თავად გადავწყვეტდი. ამ ადამიანს ფილმებისგან განსხვავებით, ფეხბურთის არაფერი გაეგება", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, ფრანგმა სპეციალისტმა "ნაპოლიში" 2023 წელს ლუჩანო სპალეტი შეცვალა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.

alt"მისტერ, გთხოვ, გვაპატიე" - "ნაპოლის" ფანები რუდი გარსიას ბოდიშს უხდიან [PHOTO]

alt"ვუთხარი, გუნდიდან დაახვიე-მეთქი! - ლაურენტისმა გაიხსენა, როგორ დაითხოვა გარსია და რა მოხდა "ნაპოლის" გასახდელში მწვრთნელის გათავისუფლებამდე

altსამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მაინც ბედნიერია - იტალიური მედია გარსიაზე წერს [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 1 /
გასული სეზონი,ნაპოლიმ ძალიან კარგად დაიწყო!სპალეტის ფეხბურთს თამაშობდა და სანამ გაჰყვა,იმ თამაშის კვალი,წარმატებებიც ჰქონდათ.გარსიამ უპირველეს ყოვლისა,თამაშის შეცვლა და საკუთარი პერსონის წინ წამოწევა სცადა.მსოფლის საუკეთესო ათეულში,წინ სეზონში მყოფი ორი ფეხბურთელის და საერთოდაც,წინ სეზონში,ფურორის მომხდენი გუნდის შენ ქეიფზე ტარებას რომ შეეცდები და თანაც სქემის,სათამაშო კავშირების დანგრევას დაიწყებ,რაც მაგან მიიღო,იმას მიიღებს ყველა!დე ლაურენტისი,ფინანსებში და კინო ინდუსტრიაშია ძლიერი,რადგან ის არის,მისი პროფესია,გარსია კი,ფეხბურთში ვერ აღმოჩნდა ძლიერი,მიუხედავად იმისა,რომ ფეხბურთი,მისი პროფესიაა!რასაც სპალეტის ნაპოლი თააშობდა,თუნდაც იმ ზღაპრული სილამაზის ფეხბურთის დანგრევას რომ დაიწყებ,ეგეც კმარა,შენზე,როგორც მწვრთნელზე,ყველამ ხელი რომ ჩაიქნიოს.დღეს,თითქოს კარგად მიდის,ნაპოლი,მაგრამ მაშინდელისაგან განსხვავებით,ფეხბურთელები მუშაობენ და სიამოვნებას,ძალიან მცირეს იღებენ.ეგეც გამარჯვების და არა თამაშის გამო.გარსიას ხელში კი,ყველაფერი ნადგურდებოდა.ორ წელიწადში ყველაზე ლამაზი ფეხბურთიდან,კლუბი ყველაზე მახინჯი ფეხბურთის თამაშს რომ დაიწყებს,ამას,ფეხბურთელებს ვერ დააბრალებ,ეს მხოლოდ მწვრთნელების დამსახურებაა!
სოსო
14:54 23-12-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული