8 წლის შემდეგ - ოსკარმა ჩინეთი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა

AutoSharing Option
33 წლის ბრაზილიელი შემტევი ოსკარი სამშობლოში დაბრუნდა და "სან პაულოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. მან კლუბთან ხელი 2,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა, რომელიც ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა.

ოსკარი ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩინეთში თამაშობდა და ადგილობრივი "შანხაი პორტის" ღირსებას იცავდა.

ბრაზილიელმა კარიერა სამშობლოში "ინტერნასიონალში" დაიწყო, რის შემდეგაც "ჩელსის" მიაშურა, სადაც სწორედ გულშემატკივრებისთვის გახდა ცნობილი, მაგრამ 2017 წელს ოსკარმა მოულოდნელად კარიერის ჩინეთში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზად ფინანსურად მომგებიანი შეთავაზება დასახელდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული