"იუნაიტედი" ღრმა კრიზისშია - "მანჩესტერი" "ვულვზთანაც" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგაში ტრადიციულად ბოქსინგ დეი გაიმართა. "ვულვზმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:0 დაამარცხა.

მატჩი თავიდანვე "მგლების" უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

47-ე წუთზე "მანკუნიანელთა" ლიდერმა ბრუნო ფერნანდეშმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "იუნაიტედი" 10 კაცით დარჩა.

58-ე წუთზე მატეუშ კუნიამ "ვულვზი" დააწინაურა, 90+9 წუთზე კი ჰუონ ჰი ჩანმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, "იუნაიტედმა" პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ბრუნო ამორიმის გაწვრთნილი გუნდი სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს, "მანკუნიანელები" მორიგ შეხვედრას 31 დეკემბერს, "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ვულვზი" 15 ქულით მე-17
ადგილზეა, "მგლები" 29 დეკემბერს, "ტოტენჰემს" დაუპირისპირდებიან.

ბოქსინგ დეის სხვა მატჩები

"მანჩესტერ სიტი" 1:1 "ევერტონი" 

"ბორნმუთი" 0:0 "კრისტალ პალასი"

"ჩელსი" 1:2 "ფულემი"

"ნიუკასლი" 3:0 "ასტონ ვილა"

"ნოტინგემი" 1:0 "ტოტენჰემი"

"საუთჰემპტონი" 0:1 "ვესტ ჰემი"

"ვულვზი" 2:0 "მანჩესტერ იუნაიტედი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული