მესი ბაიდენის დაჯილდოვებაზე არ გამოცხადდა - აშშ-ში არგენტინელისთვის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოს მინიჭებამ აღშფოთება გამოიწვია

AutoSharing Option
Daily Mail წერს, რომ მაიამის "ინტერის" ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი 4 იანვარს თეთრ სახლში არ იმყოფებოდა, სადაც მისთვის და კიდევ 18 სხვა ადამიანისთვის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი უნდა გადაეცა.

ეს მედალი არის ერის უმაღლესი სამოქალაქო პატივი, რომელიც ენიჭება ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობისა თუ აშშ-ის კულტურის, კეთილდღეობისა თუ უსაფრთხოების საქმეში.

საინტერესოა, რომ ამავე დღეს კამერებმა მესი სამშობლოში, საკუთარ სახლში შვილებთან ფეხბურთის თამაშის დროს დააფიქსირეს. არგენტინელმა ფეხბურთელმა განმარტა, რომ მზადაა ჯილდო აშშ-ის პრეზიდენტის ხელიდან მიიღოს,
ოღონდ სხვა დღეს, რადგან ამჟამად ოჯახთან ერთად შვებულებაშია.

მესისთვის მედლის მინიჭების გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია ამერიკული საზოგადოების აღშფოთება, რადგან თვლიან, რომ ლეომ ძალიან ცოტა დრო გაატარა აშშ-ში, რომ ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მიღება შესძლებოდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 38 /
Აქაც ნუ ააყროლეთ! Ნაცი, ქოცი, ყველა ერთი მამის შვილები ხართ! Რას უცდით?! Მიდი დაერიეთ ერთმანეთს! Მერე თქვენს ნასახლარზე დიდი სიამოვნებით დასახლდება - რუსი, თურქიც, სპარსიც და ჩინელიც! Გადარჩენილები წახვალთ მოსამსახურეებად, ზანგებად იმუშავებთ! Მერე გინდა მიშას აბრალეთ და გინდა - გრიშას!
Ზაზა
00:51 09-01-2025
0
ლიბერალობა რომ “ტეხავს” და ზოგადად ლიბერალიზმი რომ სინამდვილეში სიგიჟეა ყველა ხვდება ნელ ნელა ჩვენი გამოლიბერასტებული პროტესტანტების გარდა…
zola
09:12 08-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული