"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა

AutoSharing Option
Le Soir-ის ცნობით, ცნობილ ფრანგ სპეციალისტს რუდი გარსიას, რომელიც "ნაპოლიდან" 2023 წლის ნოემბერში დაითხოვეს, სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნების ვარიანტი გამოუჩნდა.

60 წლის დამრიგებელი ბელგიის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი კანდიდატია, საიდანაც რამდენიმე კვირის წინ დომენიკო ტედესკო გაათავისუფლეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელთა ფავორიტი ტიერი ანრია, მაგრამ დაბრკოლებას ის ქმნის, რომ ფრანგს სხვა და სხვა კომპანიებთან მედია და სარეკლამო ვალდებულებები აკავშირებს და პრობლემა სწორედ ესაა.

ბელგიის ნაკრების ახალ შესაძლო მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგის, ჩავის და მარკ ვან ბომელის გვარებიც გაჟღერდა, მაგრამ ფავორიტებად სწორედ გარსია და
ანრი ითვლებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული