ადეიემის უარი "ნაპოლის" - "პარტენოპეი" კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას ერედივიზიონიდან ეცდება

AutoSharing Option
"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის ძებნას აგრძელებს, მოგეხსენებათ, "პარტენოპეის" პირველი სამიზნე "იუნაიტედის" შემტევი ალეხანდრო გარნაჩო გახლდათ, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა არგენტინელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვა.

ამის შემდეგ ნეაპოლელები მოლაპარაკებებს "დორტმუნდის" ახალგაზრდა ფეხბურთელ კარიმ ადეიემისთან აწარმოებდნენ, გერმანელები ფორვარდის 40 მილიონ ევროდ გასხვისებაზე თანახმა იყვნენ, მაგრამ "პარტენოპეიში" გადასვლაზე უარი თავად კარიმმა განაცხადა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლი" მოლაპარაკებებს ამჯერად პსვ-ს შემტევთან, ნოა ლანგთან აწარმოებს. ნიდერლანდელმა იტალიურ კლუბში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. გამოცემის ინფორმაციით, პსვ ლანგის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მოითხოვს.

მიმდინარე
სეზონში ნოამ პსვ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 26 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 8 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხვიჩას დონის ფეხბურთელს ნაპოლი ვერასოდეს ვერ იყიდის.
განა არაა ხვიჩას დონის ფეხბურთელი მსოფლიოში, როგორ არაა, არის რა თქმა უნდა, მაგრამ ეგეთი დონე 80 მილიონიდან იწყება. ლავრენტის კიდე მუქთად უნდა და ეგრე სადაა. ამიტომ დაიმატებენ ვირაცეებს, რომლებიც იქნებაინ ნერესის ან მასთან მიახლოებული დონის. მაგრამ ხვიჩას დონისგან შორს.
გენა
14:35 30-01-2025
0
ნერეში ვეღარ გიქაჩავთ? ალბათ ეგოისტი ,,რასპედვალიც,,
სვანსკი
15:00 30-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული