პსჟ-ი "რეალის" შემტევის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენი" "რეალის" შემტევის როდრიგოს სანაცვლოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას Fichajes-ი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციას ადასტურებს გავლენიანი ფრანგული გამოცემა RMC Sport-იც და აღნიშნავს, რომ ბრაზილიელი პსჟ-ის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.

ჯერჯერობით უცნობია რა თანხის სანაცვლოდ დათმობს "ბლანკოსი" როდრიგოს.

ცნობისთვის, ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში როდრიგომ "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 28 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ყოფნას ვიმსახურებდი, ამ

გადაწყვეტილებამ გამაბრაზა..." - როდრიგო

altPray For Rs - რას ნიშნავდა როდრიგოს წარწერა "ბაიერნთან" შეხვედრაში, რომელიც დიდ ტრაგედიას უკავშირდება

მკითხველის კომენტარები / 7 /
არადა ყველაზე მეტად მომწონს რეალში
რაბუ
12:45 30-01-2025
2
რეალს ფული არ უჭირს არც ფინანსური პრობლემები აქვს, ერთადერთი ვინც შეიძლება გაყიდოს ეს არის ჩუამენი. პერესი აშენებს მინიმუმ 5 წლიან პერსპექტიულ გუნდს, ზაფხულში ორ მცველს დაიმატებენ და 2030 წლამდე ამ გუნდის მომგები არავინ არ იქნება, მერე შეიძლება არაბების წინადადებებს დათანხმდნენ
მამუკა
18:39 30-01-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული