ბენზემამ რონალდო GOAT-ად არ მიიჩნია და თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
AutoSharing Option
"ალ-იტიჰადის" ფრანგ ფორვარდ კარიმ ბენზემას კრიშტიანო რონალდოს განცხადების შესახებ დაეკითხნენ. მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა თქვა, რომ თავს საუკეთესო და ყველაზე სრულყოფილ ფეხბურთელად მიიჩნევს.
"ვფიქრობ, ყველას შეუძლია თქვას, რაც უნდა. რონალდო თვლის, რომ საუკეთესოა და მისთვის ეს ასეა. ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო ბრაზილიელი რონალდოა.
ფეხბურთელების შედარება არ მიყვარს, თითოეულს თავისი ისტორია აქვს", - ციტირებს ბენზემას TNT Sports Brasil.
პელეს თამაში არ მინახავს, ვისიც მინახავს მარადონა უდავოდ საუკეთესოა, მთელი საფეხბურთო სამყარო იყო იმ დროს მის წინააღმდეგ ჟოაო აველანჟის მეთაურობით, 86-ში ფაქტიურად მარტოკამ გახადა არგენტინა ჩემპიონი, 90-ში მოგონილი პენალტი დაუდეს ბოლო წუთებზე გერმანიასთან ფინლში, 94-ში კიდევ არგენტინას თავის ისტორიის მანძილზე ყველაზე მაგარი გუნდი ჰყავდა და უპირობო ფავორიტი იყო, სასწაულ ფორმაში იყო დიეგო, მაგრამ გაანეიტრალა ფიფამ მარადონა და არგენტინაც მარადონას გარეშე დამარცხდა მერვედფინალში. რომ არა ფიფას კორუფციული და მიკერძოებული პოლიტიკა თავისუფლად შეიძლებოდა მარადონაც სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ყოფილიყო, მაგრამ ბრაზილიელი იყო ჟოაო აველანჟი და ყველანაირად წინ აღუდგა ამას, პელე ფაქტიურად კერპი იყო მაშინ ყველა ბრაზილიელისთვის.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.