"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს

AutoSharing Option
შოტლანდიის პრემიერ ლიგის ბინადარმა "რეინჯერსმა" გვაუწყა, რომ გათავისუფლებული მთავარი მწვრთნელის ფილიპ კლემენის ადგილი ბარი ფერგიუსონმა დაიკავა, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაუფორმეს.

47 წლის სპეციალისტი ამ კლუბის აღზრდილია და გლაზგოელთა რიგებში საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თითქმის 300 შეხვედრაში აქვს ნათამაშები.

"რეინჯერსამდე" ფერგიუსონი შოტლანდიის დაბალი დივიზიონის გუნდებს ედგა სათავეში. ბოლოს ის მე-3 დივიზიონის "ალოას" მოძღვრავდა, საიდანაც 2022 წელს წამოვიდა.

შოტლანდიის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ "რეინჯერსს" 56 ქულა აქვს და მეორე საფეხურზეა, თუმცა ლიდერ "სელტიკთან" ჩამორჩენა 13 ქულაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული