ბენზემა: "რეალიდან" წასვლის გადაწყვეტილება ამიტომ მივიღე

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა და "ალ-იტიჰადის" ამჟამინდელმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ მადრიდული გუნდიდან წასვლის მიზეზზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, "ბლანკოსის" წინააღმდეგ თამაში არასდროს უნდოდა.

"რეალის" გამო ყველაფერი გავიღე. მივედი ბავშვი და წამოვედი კაცი. საუდის არაბეთშიც იმიტომ გადავედი, რომ "რეალიდან" პიკში წასვლა მინდოდა.

"რეალი მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და სხვა გუნდში წასვლა არ მინდოდა. ცხოვრებაში არასდროს მინდოდა ამ კლუბის წინააღმდეგ თამაში", - ციტირებს ბენზემას Marca.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული