"ფრეს შემთხვევაშიც გაგვიმართლებდა" - არნე სლოტი პსჟ-სთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ლივერპულმა" პსჟ სტუმრად 1:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ "სქაუზერების" მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"შეხვედრა ფრედ რომ დამთავრებულიყო, მაინც იღბლიანები ვიქნებოდით, მეტოქემ პირველ ტაიმში ბევრი მომენტი შექმნა, მეორე ტაიმში კიდევ უფრო მოუმატეს. კარგად გამოჩნდა, რომ პსჟ უმაღლესი დონის გუნდია. ლუის ენრიკემ ფანტასტიური სამუშაო ჩაატარა", - განაცხადა სლოტმა.

საპასუხო შეხვედრა 12 მარტს "ენფილდზე" გაიმართება. იქამდე, 8 მარტს, "პარი სენ ჟერმენი" ლიგა 1-ის 25-ე ტურში გასვლაზე "რენს" დაუპირისპირდება.

altლუის ენრიკეს ქამბექის სჯერა და კვარაცხელიას შესახებ კითხვაზე

უპასუხა

altალისონი: შესაძლოა, ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო

altკვარაცხელია: გოლის გაუქმებამ გული ძალიან დამწყვიტა [VIDEO]
 

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგიმარჯოს! როცა ფეხბურთზე საუბრობ სიმართლე უნდა თქვა. არ ვიცი ენფილდზე რა იქნება, მარა ეს თამაში მიუხედავად ერთი გოლისა და იმედგაცრუებისა ძალიან მომეწონა. მაღალი დონის თამაში იყო. ბრავო ალისონს და კვარას.
G.LA
18:56 06-03-2025
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული