"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" შინ "ლევერკუზენი" 3:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ "ფარმაცევტების" მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"დღეს, ბევრი რამ ისე არ წავიდა, როგორც გვინდოდა, თუმცა ამაში მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგვიძლია. თამაში ვერ გავაკონტროლეთ და უხეში შეცდომები დავუშვით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გამაღიზიანებელია.

ამ თამაშის გაანალიზებას დრო სჭირდება, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ფეხბურთში სასწაულები მომხდარა და ვიბრძოლებთ, რომ
შემდეგ კვირას რაღაც მსგავსი გამეორდეს," - თქვა ალონსომ.

მომავალ სამშაბათს, "ბაი-არენაზე", "ლევერკუზენი" "ბაიერნს" დაუხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული