"წარმოდგენა არ გაქვთ, ლუის ენრიკეს პსჟ რამდენად მაგარი გუნდია" - ემანუელ პეტი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ემანუელ პეტიმ RMC Sport-თან ინტერვიუში პსჟ-ს შესახებ ისაუბრა.

პეტის თქმით, ლუის ენრიკეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, უბრალოდ "ლივერპულთან" მატჩის ბედი ალისონ ბეკერმა გადაწყვიტა.

"ალისონმა უბრალოდ წარმოუდგენლად ითამაშა, მთელი შეხვედრის განმავლობაში ცეცხლი ეკიდა. რომ არა მისი საოცარი მოგერიებები... არასდროს მინახავს "ლივერპული" მეტოქეს ასე დაეჩაგრა, როგორც ეს პსჟ-მ მოახერხა.

მოდით, ასე ვიტყვი, წარმოდგენა არ გაქვთ, ლუის ენრიკეს პსჟ რამდენად მაგარი გუნდია.

ალისონს რომ საშუალო დონის შეხვედრა ჩაეტარებინა, "ლივერპული" 4 გოლს გაუშვებდა. ბრაზილიელმა ბრწყინვალედ ითამაშა", - განაცხადა პეტიმ.

შეგახსენებთ, გამოცდილმა
კარის დარაჯმა ინგლისურ გუნდთან 9 მოგერიება შეასრულა.

altიქნება თუ არა "კვარა" პსჟ-ის "ლივერპულთან" მატჩისწინა გენერალურ რეპეტიციაში სასტარტოში?

altპეტი: "ბარსელონა" "რეალს" წინააღმდეგობას ვერ გაუწევს

altპეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია

მკითხველის კომენტარები / 9 /
მატჩის ბედი ალისონმა კი არა სუდიამ გადაწყვიტა. ერთი ბურთი არ ჩათვალა, სულ მცირე 2 პენალტი არ დანიშნა და გასაგდები კაცი დაინდო, მეტი რა დამსახურება გინდათ, რომ სუდია ლივერპულის გამარჯვების სულისჩამდგმელად აღიაროთ?.
ჟორა გაბრიჭიძე
19:43 07-03-2025
2
ალისონმა ითამაშა ისე როგორც უნდა ეთამაშა, თამაშის ბედი კიდევ გადაწყვიტა მსაჯმა, კონატეს წითელი და ლივერპულში თამაშს აზრი დაეკარგებოდა ისეთი ანგარიშით მოიგებდა პსჟ
მამუკა
16:52 07-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული