"სანამ "რეალში" გადავიდოდი, "სიტიმ" და პსჟ-მ დიდი ფული შემომთავაზეს, პერესმა კი ასეთი რამ მითხრა..." - ხამეს როდრიგესმა "ბლანკოსში" გადასვლის ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
მექსიკური "ლეონის" ფეხბურთელმა, ხამეს როდრიგესმა 2014 წელს მისი მადრიდის "რეალში" ტრანსფერი გაიხსენა. როგორც 33 წლის ნახევარმცველმა Marca-სთან ინტერვიუში განაცხადა, მისი გადაბირებით "ბლანკოსთან" ერთად პსჟ და "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდებოდნენ, თუმცა ყველაფერი "სამეფო კლუბის" პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან საუბარმა გადაწყვიტა.

"სანამ "რეალში" გადავიდოდი, "სიტი" და პსჟ დიდ ფულს მთავაზობდნენ, შემდეგ კი პერესს შევხვდი და ასეთი რამ მითხრა: "ფული გსურს თუ დიდება?". ამიტომ კარიერის გაგრძელება მადრიდის "რეალში" გადავწყვიტე", - გაიხსენა როდრიგესმა.

შეგახსენებთ, ხამესმა "ბლანკოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო
ჩემპიონატი (ორჯერ) მოიგო.

alt"აი, ასეთი საშინელებები ხდებოდა კატარში" - ხამეს როდრიგესი

altხამეს როდრიგესი: "მინდა ფინალში "ლივერპულმა" მოიგოს"

altხამეს როდრიგესი: მინდა ისეთ გუნდში მოვხვდე, სადაც ჩემს პოტენციალს გამოვავლენ

მკითხველის კომენტარები / 2 /
და როგორ წარიმართა თუ საიდუმლო არაა?
ბისკვიტ პირველი
15:59 16-03-2025
0
ნეტა რამდენად ნანობს როდრიგესი ამ გადაწყვეტილებას როცა მისი კარიერა ესე წარიმართა?
ნრნრ
15:48 16-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული