
РБ Спорт-ის ცნობით, სომხეთის ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" 25 წლის მცველმა ნაირ ტიკნიზიანმა შეიძლება კარიერა "ჟირონაში" გააგრძელოს.
კატალონიურ გუნდს დიდი ალბათობით მიგელ გუტიერესი დატოვებს და მის ერთ-ერთ შემცვლელად ტიკნიზიანს განიხილავენ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტიკნიზიანით ლა ლიგის კლუბები და მათ შორის "სევილია" და "ლეგანესი" იყვნენ დაინტერესებული.
ტიკნიზიანმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ლოკომოტივთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 6 მილიონიი ევროა.
ის საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის
პლეი-ოფის შეხვედრებისთვის სომხეთის ეროვნულ გუნდშია გამოძახებული.