11:58 19-03-2025
"ზოგიერთი მწვრთნელი ამის გამო ნაკრებიდან ახლავე გაგიშვებდა" - საფრანგეთის ნაკრებში დებიუტანტ კვარაცხელიას თანაგუნდელ დუეს დეშამი ამის გამო გაუბრაზდა [VIDEO]
AutoSharing Option
როგორც აღმოჩნდა, დუე თანაგუნდელ უორენ ზაირი-ემერისთან ერთად ბაზაზე დაგვიანებით გამოცხადდა, რის გამოც დისციპლინის მოყვარულ მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამისგან საყვედურიც მიიღო.
"უორენთან ერთად მოხვედი და ამიტომ დაგაგვიანდა?!", - შეეკითხა დეშამი დუეს.
ზაირი-ემერიმ გამართლება სცადა, მაგრამ საუბარში დეშამი მალევე ჩაერთო და დაამატა:
"იცი, ზოგიერთი მწვრთნელი ნაკრებიდან ახლავე გაგიშვებდა, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ", - თქვა "მამლების" თავკაცმა.
ინფორმაციისთვის, ხორვატიისა და საფრანგეთის ნაკრების დაპირისპირების პირველი შეხვედრა სპლიტში 20 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მართალია დეშამი 19-წლის რო ვიყო და ნაკრებში პირველად მიხმონ ზაირ ემერისთან ერთად კიარა შეიძლება დილიდან ბაზის კარებთან ვმდგარიყავი, ამ ფეხბურთელებს ზოგიერთებს თავში რო აქვთ ავარდნილი პოპულარობა და მაგარი ხელფასები თორე,, ეხლაც რო მქონდეს ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების თუნდაც შეკრებაზე ან სათადარიგოთა სკამზე მოხვედრის შანსი მზად ვარ ყველაზე ადრე გამოვცხადდე
6
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება

სიახლეები
პოპულარული
