ისეთივე პირობები, როგორიც მბაპეს - პსჟ იამალს ზღაპრულ კონტრაქტს შესთავაზებს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენი" "ბარსელონას" ლიდერის, ლამინე იამალის ტრანსფერით ინტერესდება. El Nacional-ის ცნობით, ფრანგული კლუბი მზადაა 17 წლის ესპანელ ფეხბურთელს ისეთივე პირობები შესთავაზოს, როგორიც ბოლოს კილიან მბაპეს ჰქონდა.

აპირებს თუ არა "ბლაუგრანა" ახალგაზრდა უნიჭიერეს შემტევს შეელიოს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იამალს კლუბში დარჩენა და ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.

შეგახსენებთ, ლამინემ მიმდინარე სეზონში "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩი გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და 17 საგოლე პასით გამოიჩინა.

იამალს "ბარსელონასთან" მიმდინ
არე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.

altკაპელო: იამალი მესის მსგავსი გენიოსი არ არის

altლამინ იამალი დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს

altიამალის Tiktok გოგონები - 17 წლის ვარსკვლავი და 19 წლის ანა ერთად დააფიქსირეს... ნახეთ, ახალგაზრდა ვარსკვლავის სექსუალური მეგობარი გოგონას ფოტოები [PHOTOS]
 

მკითხველის კომენტარები / 6 /
ესპანეთში ძირითადი წამყვანი გაზეთებია:
MARCA, El Mundo Deportivo, As და Sport.
დანრაჩენი არის ტრუხა
მეგრელი
23:32 21-03-2025
0
ზღაპარია!!! და საერთოდ ეს გაზეთი კატალონიაში არაპოპულარულია და თითქმის არავინ ყიდულობს, ესეთ ზღაპრებს იგონებენ რო ყურადღება მიიქციონ. ლამინს უკვე აქვს ბარსასთან გაფორმებული კონტრაქტი 2031 წლამდე, რომელიც 13 ივლისის მერე ამოქმედდება როცა 18 წლის ანუ სრულწლოვანი გახდება. ესეც არ იყოს გამორიცხულია ბარსამ ლამინი გაყიდოს ან თვითონ მოუნდეს წასვლა. ბარსელონაში უბრალოდ აღმერთებენ ამ ბიჭს!!!
barca
18:02 21-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული