
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი "ლა პულგას" დაბრუნებას არა ამ, არამედ მომდევნო ზაფხულს შეეცდება, რადგან ამჟამად "ბარსელონას" რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს.
გამოცემის ინფორმაციით, თავად ლეო "ბარსაში" მეორედ გადასვლაზე თანახმაა და თვლის, რომ "ბლაუგრანაში" დაბრუნება მისი კარიერის დასრულების იდეალური სცენარი იქნება.
შეგახსენებთ, 37 წლის მესი მაიამის "ინტერს" 2023 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. არგენტინელს MLS-ის კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.