"მესის მსოფლიო ჩემპიონობა აჩუქეს, ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი" - პატრის ევრას სკანდალური განცხადება

AutoSharing Option
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ, RMC Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მესის მოაგებინეს.

"გასაგებია, რომ 2018 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოგვიგია, მაგრამ დეშამის მიმართ უპატივცემულობაა, როდესაც აცხადებენ, რომ ის ცუდი მწვრთნელია და სასწრაფოდ უნდა წავიდეს. ზიდანზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ ფოკუსირებული დეშამის მუშაობაზე უნდა ვიყოთ. 

ყველამ ვიცით, რომ 2022 წელს ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინეს. ეს ყველაფერი მუნდიალის დაწყებამდე დაწერილი იყო. ფრანგებსაც კი სურდათ, რომ მესის გაემარჯვა. 

პირადად მე, დიდიე დეშამს წარმატებებს ვუსურვებ",
- განაცხადა პატრის ევრამ.

alt"გვარდიოლამ ფეხბურთი მოკლა, მისი ბრალია, რომ დღეს რობოტებს ვუყურებთ" - ევრამ პეპი გააკრიტიკა

alt"ბოდიშს ვიხდი, ყველა მატჩში გოლს ვერ გავიტან, ევროპაში ბევრად უკეთესი მოედნებია" - ვინისიუსი პარაგვაისთან მარცხის შემდეგ

alt"ნაპოლიმ" მოიშორა ფეხბურთელი, რომელიც ლუკაკუზე ბევრად კარგი მოთამაშეა" - ანტონიო კასანო


მკითხველის კომენტარები / 23 /
ისე ეს მესის ჰეიტერები რა საცოდავი ხალხია...
არტ
11:30 21-03-2025
0
არგენტინამ 7 თამაშიდან 6 თამაში ერთი და იმავე სტადიონზე ჩაატარა.
ასევე 7 თამაშიდან 5 თამაში (1/8, 1/4, 1/2, და ფინალი) ჩაატარა ყველაზე გვიანი გრაფიკით, საუკეთესო, ოპტიმალური ტემპერატურის პირობებში (სტადიონი რომ არ იცვლება ეგ არ დაგავიწყდეთ).
ერთი თამაში ჩაატარა საღამოს და ერთიც ყველაზე ძალიან რომ ცხელა, რომ ვერ სუნთქავ იმ დროს (ერთადერთი) და რომელი წააგო როგორ გახსოვთ? :))))
მოკლედ, ფეხბურთი ვისაც ესმის ის მიხვდება ეს ყველაფერი რას ნიშნავს...
დიმიტრი
11:29 21-03-2025
12

სიახლეები პოპულარული