
"მამლების" მწვრთნელის თქმით, მისი გუნდის თამაშის დონე მიუღებელია.
"კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ შეცდომები დავუშვით. ჩვენს მეტოქეს მომენტების შექმნის შანსები მივეცით. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესად გამოვიყურებოდით. მენიომ პენალტი მოიგერია და მატჩის ბედის შეცვლის საშუალება მოგვცა, მაგრამ კარგი შანსები გავანიავეთ, შემდეგ კი ბურთი კვლავ დავკარგეთ.
პირველი შეხვედრა ჩვენი მარცხით დასრულდა, მალე საშუალება გვექნება, რომ სახლში დადებით შედეგს მივაღწიოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტუაცია შევცვალოთ, მაგრამ დღევანდელი თამაშის დონე მიუღებელი
შეგახსენებთ, ნაკრებებს შორის განმეორებითი შეხვედრა 23 მარტს გაიმართება.
"რატომ არ იძახებთ ნაკრებში იაპონელებს?!" - მაკრონის მეუღლემ დიდიე დეშამი შოკში ჩააგდო