"თუ მსოფლიო ჩემპიონატი კვლავ მოვიგეთ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ, რადგან..." - ემილიანო მარტინესი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ბრაზილიასთან (4:1) გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ "ალბისელესტე" 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატსაც მოიგებს, ის სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

"თუ მსოფლიო ჩემპიონატს ზედიზედ მეორედ მოვიგებთ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი უნდა მივცეთ.

ყველამ ვნახეთ, რომ არგენტინა მუნდიალის გამარჯვებული გახდა, პირადად მე, მსგავსი რამ აქამდე არ მინახავს, რა თქმა უნდა, თუ კვლავ მოვიგებთ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ არ აღვნიშნავთ ისე, როგორც ეს კატარის მუნდიალზე გავაკეთეთ", - განაცხადა "ასტონ ვილას" კარის დარაჯმა BPlay-სთან
ინტერვიუში.

შეგახსენებთ, მიუხედავად ბრაზილიასთან დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, არგენტინამ მუნდიალზე გასვლა ჯერ კიდევ "სელესაოსთან" მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე გაინაღდა, როდესაც ბოლივიისა და ურუგვაის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

altთევზის გამყიდველის ვაჟის სიღარიბეში გატარებული ბავშვობა და ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად - ემილიანო მარტინესის ცხოვრება

alt"ჩვენი გუნდის 99,9%-ია" - ემილიანო მარტინესი ლიონელ მესიზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორც მაგან აღნიშნა,სჯობდა სულ არ აღენიშნა!
სოსო
18:33 28-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული