
რუსის თქმით, პსჟ-ს მიმდინარე სეზონში უფრო დიდი მიზნები აქვს.
"ემოციებით არ უნდა გადავიტვირთოთ, ასე მალე ჩემპიონები იმიტომ გავხდით, რომ ღირსეული კონკურენცია არ იყო. მეტიც, გუნდში ყველას ესმის, რომ მიმდინარე სეზონში უფრო დიდი მიზნები გვაქვს.
ვულოცავ ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა, ვულოცავ ჩემ თავსაც. ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი დღეა", - დაწერა საფონოვმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პსჟ ლიგა 1-ის გამარჯვებული ისტორიაში მე-13-ედ გახდა.
კვარაცხელიას საგოლე პასი - ქართველი პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა!
[VIDEO]
საფონოვი პსჟ-ის ფეხბურთელი და კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა
"შეძლებს თუ არა საფონოვი დონარუმასთვის კონკურენციის გაწევას?" - ამელიას კომენტარი