11 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის პირველი მატჩი გაიმართა.
ტურინის "იუვენტუსმა" "ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში პაოლო დიბალამ უკვე მე-7 წუთზე გახსნა და მასპინძლები წინ გაიყვანა. "იუვენტუსი" ამაზე არ გაჩერებულა და 22-ე წუთზე დიბალამ დუბლი მიითვალა. "ბარსელონას" სხვაობის შემცირების რეალური შანსი ლიონელ მესის პასის შემდეგ ჰქონდა, როცა მეკარესთან მარტოდ დარჩენილმა ინიესტამ ვერ გაიატა, რაშიც დიდი დამსახურება ჯანლუიჯი ბუფონს მიუძღვის.
პირველი ტაიმი ტურინელთა დამაჯერებელი გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მეორე ტაიმშიც გოლის გატანა ტურინელებმა მოახერხეს. 55-ე წუთზე ჯორჯო კიელინიმ თავური დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 19 აპრილს გაიმართება.
00:34 12-04-2017
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "იუვენტუსმა" "ბარსელონა" გაანადგურა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Barca gavarda
0
0
როგორ არ მიყვარს ბარსელონა>>> ჰალა მადრიდ!!!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული