უეფა შიშობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე კარდიფში ტერორისტები დრონებს გამოიყენებენ

AutoSharing Option
უეფაში შიშობენ, რომ შესაძლოა, კარდიფში, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ტერორისტული აქტები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელონ. გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საიდუმლო მოლაპარაკება გამართეს უელსის ხელისუფლებასთან.

ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა 3 ივნისს, სტადიონ "მილენიუმზე" გაიმართება. არენას, რომელიც 74,5 ათას მაყურებელს იტევს, მოძრავი სახურავი აქვს. უეფამ უელსელებს მომავალი მატჩის დროს სტადიონის სრულებით გადახურვა სთხოვა, რათა დრონის გამოყენებით ტერაქტის მოწყობის შესაძლებლობა გამოირიცხოს.

ახლახან დორტმუნდის "ბორუსიის" ავტობუსის სიახლოვეს განხორციელებული აფეთქების შემდეგ, უეფა ჩემპიონთა ლიგის
ფინალურ მატჩზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს. ცნობილია, რომ კარდიფში ამ თამაშს, სულ ცოტა, 15 ათასი პოლიციელი მოემსახურება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული