* თუ "ატლეტიკო" დუელს მოიგებს, ეს გუნდი ნახევარფინალში ბოლო ოთხ სეზონში მესამედ გავა.
* "ატლეტიკომ" აქამდე ორივე დუელი მოუგო "ლესტერს" და ევროთასებს ჩამოაცილა.
მაშინ, როცა კლაუდიო რანიერის ჯადოსნურ ჯოხს ყავლი გაუვიდა, ესტაფეტა კრეიგ შექსპირმა გადაიბარა. თუკი იტალიელმა გუნდს პრემიერლიგა მოაგებინა სასწაულებრივად და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფამდე მოიყვანა, დიდი ინგლისელის მოგვარემ "მელიებს" პრემიერლიგაში დარჩენის პრობლემა მოუხსნა და დებიუტანტი გუნდი ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.
კრეიგ შექსპირის გუნდი "ატლეტიკოსთან" ისტორიულ დაპირისპირებას
I მატჩი
"ატლეტიკოს" უპირატესობა "ვისენტე კალდერონზე" მხოლოდ ერთ გოლში აისახა. ისიც, ანტუან გრიზმანმა პენალტით გაიტანა, რომელიც არ უნდა დანიშნულიყო, თამაშის წესების დარღვევა ფრანგის წინააღმდეგ საჯარიმოს გარეთ იყო.პრესკონფერენცია
კრეიგ შექსპირი (ლესტერი): "თანამედროვე ფეხბურთში უბრძოლველად ვერავის დაამარცხებ. ამიტომ ჩვენ მეოთხედფინალში იმისთვის არ ვართ, რომ სტატისტიკაში ჩავეწეროთ, ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს. დიახ, ყველას მოსწონს, როცა ფეხბურთელები სიამოვნებით და გაღიმებულნი თამაშობენ, მაგრამ საბოლოო გამარჯვებისთვის ჭკვიანური, მობილიზებული თამაშია საჭირო. კარგად დაბალანსებული გუნდი გვყავს, რომელმაც ბოლო 18 თვის განმავლობაში ბევრი რამ დაამტკიცა. ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, უნდა შევუტიოთ, რადგან გოლი გასატანია. დიახ, ჩვენ ამ წყვილში აუტსაიდერის როლი გვაქვს, მაგრამ ეს როლი სავსებით გვაკმაყოფილებს".
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ლესტერი" ჩინებულ ფორმაშია, ბოლო 6-7 მატჩია გუნდი დაემსგავსა იმ "ლესტერს", რომელიც შარშან მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მე ვფიქრობ, რომ ორი თანაბარძალოვანი გუნდის დაპირისპირება გველის. არა მგონია, მადრიდული მატჩისგან დიდად განსხვავებული შეხვედრა ვიხილოთ. მე უფრო მგონია, რომ დიდი ბრძოლა იქნება და საბოლოოდ, მცირე დეტალმაც კი შეიძლება გადასწონოს რომელიმე გუნდის სასარგებლოდ.
ბოლო წლებში "ატლეტიკომ" მებრძოლი სული გამოიმუშავა, რაც ჩვენი ყველაზე დიდი შენაძენია. "ლესტერი" შინ ძლიერად თამაშობს და ჩვენ მას არ უნდა მივცეთ საშუალება, ეს უპირატესობა გამოიყენოს. ბურთი რაც შეიძლება დიდხანს უნდა გვეჭიროს. ჩვენ ვაჯობეთ მათ "კალდერონზე", ახლა მათი ჯერია. ეს არის ორი გუნდი, რომელთა შორის გამარჯვებულს მცირე დეტალები გამოავლენს".
ამ უქმეებზე
"ატლეტიკომ" "კალდერონზე" უიმედო აუტსაიდერი "ოსასუნა" მიიღო და 3:0 გაუსწორდა. იანიკ ფერეირა-კარასკომ დუბლი შეასრულა, გოლი გაიტანა ბოლო დროს შეტევაში გააქტიურებულმა ფილიპე ლუიშმაც.
ერთია, "ატლეტიკომ" მატჩში ორი პენალტი გააცუდა - ბელგიელმა ჰეთ-თრიკი ვერ შეასრულა, ხოლო შემდეგ თომასმაც ვერ აჯობა "ოსასუნას" გოლკიპერს.
"ლესტერი" სტუმრად 2:0-ს უგებდა "კრისტალ პალასს" რობერტ ჰუთისა და ჯეიმი ვარდის გოლებით, მაგრამ ამხელა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და "არწივებს" 2:2 დაუზავდა.
სამშაბათი. 18 აპრილი
ლესტერი-ატლეტიკო 22:45 (0:1)
დისკვალიფიკაცია: ჰუთი -
ტრავმა: მენდი, ვოგი, მორგანი (?), სლიმანი (?) - ტიაგო, ვრსალიკო, აუგუსტო ფერნანდესი
სავარაუდო შემადგენლობები
ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ბენალუანი, ფუხსი - მაჰრეზი, ნდიდი, დრინკვოტერი, ოლბრაიტონი - ოკაზაკი - ვარდი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო, კოკე, საულ ნიგესი, გაბი - გრიზმანი, გამეირო
ურთიერთშეხვედრები: 5 თამაში: +0=1-4 (2:8)
მსაჯი: ჯანლუკა როკი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"