ჩემპიონთ ლიგა. 1/4-ფინალი: "რეალმა" "ბაიერნს" დამატებით ტაიმებში სძლია

AutoSharing Option
18 აპრილს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 53-ე წუთზე "ბაიერნმა" გახსნა. პენალტი ზუსტად რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა. 76-ე წუთზე კი კრიშტიანო რონალდომ გაათანაბრა. სულ რაღაც ორ წუთში კი საკუთარ კარში ბურთი სერხიო რამოსმა ჩაჭრა.

84-ე წუთზე გერმანელები კაცნაკლულნი დარჩნენ. არტურო ვიდალმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 1:2 დასრულდა და დაპირისპრების გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები გახდა საჭირო. 

105-ე კრიშტიანო რონალდომ დუბლი მიითვალა. 110-ე წუთზე კი რონალდომ ჰეთ თრიქი გაიფორმა. საბოლოო წერტილი კი შეხვედრას მარკო ასენსიომ დაუსვა - 4:2.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ასეთი მსაჯით წყალტუბოს სამგურალიც მოიგებდა
0
რომ არა ვიდალის გაგდება ბაიერნი გავიდოდა. აჯობა მიუხენმა აშკარად და უფრო იმსახურებდა გასვლას ვიდრე რეალი.ამ მატჩის შედეგზე მსაჯმა მოახდნა დიდი გავლენა. ისევე როგორც ბარსა პსჟ-ს მატჩზე.
kika
10:10 19-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული