ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნს" რობერტ ლევანდოვსკი დაუბრუნდა და გერმანელებმაც გულიანად დაიწყეს "სანტიაგო ბერნაბეუზე", მაგრამ მალევე გაჩერდნენ და გარკვეული ტერიტორიული უპირატესობის დინჯად გამოყენება გადაწყვიტეს.

ყველაზე კარგი, რაც "რეკორდმაისტერს" პირველ ტაიმში გამოუვიდა, ალაბა-რიბერის კომბინაცია გახლდათ, რომელსაც ტიაგო ალკანტარა აგვირგვინებდა ახლო მანძილიდან, მაგრამ მარსელომ ეს დარტყმა დაბლოკა. ეს სტილი "რეალს" ხელს აძლევდა და ნელ-ნელა მადრიდელებმა მომენტების შექმნა დაიწყეს. ვნახეთ დანი კარვახალის დარტყმა და მანუელ ნოიერის "სეივი". მერე ნოიერმა უხერხულად მოიგერია და დარტყმის შემდგომ ბოატენგმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

დაბრუნებულმა ჰუმელსმა ბურთი მეტოქეს გაარტყა და კინაღამ კურიოზული
გოლი ვნახეთ. ჰქონდათ შანსები ტონი კროოსსა და კრიშტიანო რონალდოსაც, მაგრამ, ასე თუ ისე, ხელსაყრელი პოზიციიდან საგოლედ ვერ დაარტყეს.

მეორე ტაიმის სტარტზეც ჯერ "რეალს" ჰქონდა მორიგი ნახევრად მომენტი, როდესაც გარეთ ბეილის ნაცვლად მოთამაშე ისკომ სახიფათოდ დაარტყა. იყო მომენტი, როდესაც არტურო ვიდალმა კაზემიროზე იუხეშა, მას ყვითელი უკვე ჰქონდა და ვიქტორ კასაიმ იგი არ გააძევა. მოგვიანებით მსაჯმა მსგავს სიტუაციაში კაზემირო დაინდო.

"ბაიერნმაც" დაარტყა ზუსტად და მერე როგორ... რობენი პასისას ბურთზე წინ დარჩა და ძლიერად ვერ დაარტყამდა, ამიტომაც ბურთს ფეხი ამოუსვა, რაც ნავასის გაუვნებელყოფას ეყო, მაგრამ მარსელომ ხაზიდან გამოიტანა.

ცოტა ხანში კი არიენმა პენალტი გამოიმუშავა,რომელიც ლევანდოვსკიმ შეაგდო.

64-ე წუთზე ზინედინ ზიდანმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, მან ქარიმ ბენზემა მოხსნა და მინდორზე მარკოს ასენსიო შეიყვანა, რომელსაც მოგვიანებით ლუკასი დაემატა.

პირველი მატჩის გმირმა რონალდომ თავისი სიტყვა ისევ თქვა - კაზემირომ პატარა შეცდომა იმით გამოისყიდა, რომ ბურთისთვის კარგად იბრძოლა და მერე პორტუგალიელს კოხტად ჩაუგდო. ბოატენგი და ლამი უძლურნი იყვნენ და ნოიერიც, კრიშტიანომ თავურით შორეულ კუთხეში აუღებლად ჩაჭრა.

"ბაიერნის" მიზანი უცვლელი დარჩა - მეორე გოლი. როდესაც ჩაბი ალონსო გადიოდა და თომას მიულერი შემოდიოდა, "რეალის" ფანებმა აპლოდისმენტები უძღვნეს მათ ყოფილ ფეხბურთელს. მალე რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა - ქაოსი მასპინძელთა საჯარიმოში, სერხიო რამოსმა ბურთს უხერხულად მიჰკრა ფეხი და ავტოგოლი გაიტანა. ამას მიუნხენელები, ალბათ, თავადაც არ ელოდნენ.

"ბაიერნს" აღარ გაუმართლა 84-ე წუთზე, როდესაც "სცენას დაუბრუნდა" პატივცემული კასაი - უნგრელმა არბიტრმა ვიდალი სუფთა თამაშისთვის გააძევა. "ბაიერნი" 10 კაცით დარჩა და ისღა დარჩენოდა, როგორმე ეს ანგარიში შეენახა და თამაში დამატებით დროში გადაეყვანა.

ცოტა მოულოდნელი იყო, რომ საწყის წუთებში ტერიტორიულ უპირატესობას "ბაიერნი" ფლობდა. ერთხელ რობენმაც შემოგვთავაზა პატარა სოლო-რეიდი, მაგრამ გატანა აღარ გამოუვიდა. მერე "რეალმა" მოუმატა, კრიშტიანოს ნოიერმა აუღო, მარსელომ ააცილა. სერხიო რამოსმა კი დანაშაული იმით გამოისყიდა, რომ რონალდოს ლამაზად ჩაუგდო და კრიშტიანომ ამჯერად გაიტანა, მაგრამ...

პორტუგალიელი თამაშგარეში იყო, ეს კი ლაინსმენმა ვერ დაინახა, გოლი ჩაითვალა.

110-ე წუთზე ყველაფერი დამთავრდა - მარსელო მორიგი სოლო-რეიდით გასცდა რამდენიმე ფეხბურთელს, მსაჯსაც ჩაუქროლა და ბოლოს, როდესაც თავადაც შეეძლო გატანა, რონალდოს მიუგორა, ჰეთ-თრიკი შეასრულებინა და ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 (!) გოლი გაატანინა. კრიშტიანომ მიუნხენელებს ორ მატჩში 5 გოლი გაუტანა.

"ბაიერნი" საბოლოოდ გატყდა და ასენსიომაც ლამაზი გოლი გაიტანა. კასაისა და მისი ბრიგადის საშინელ მსაჯობაზე კიდევ ბევრს ილაპარაკებენ, თუმცა ეს "რეალის" ფეხბურთელების ბრალი არ არის, "სამეფო კლუბი" ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლას აგრძელებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეალი-ბაიერნი 4:2 დ.დ (1:2) (2:1)
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (53-პენ), 1:1 რონალდო (76), 1:2 სერხიო რამოსი (78 ს. კ.), 2:2 რონალდო (105), 3:2 რონალდო (110), 4:2 ასენსიო (112)
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო - კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი - ისკო (71. ლუკას ვასკესი), რონალდო, ბენზემა (64. ასენსიო)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ჰუმელსი, ბოატენგი, ალაბა - ჩაბი ალონსო (75. მიულერი) - ვიდალი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი (71. დუგლას კოშტა), რობენი - ლევანდოვსკი (88. კიმიხი)
გაძევება: ვიდალი (84)
მაყურებელი: 78 346

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
რონალდო ფენომენალური ფეხბურთელია და თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლი არანაირად არ აკინებს მის სახელს, თამაშიდანაც გაიტანა მან ბურთები:)) საერთოდ ჩემი პირადი აზრია ის, რომ ბაიერნი, რეალი, იუვენტუსი, მანჩესტერი, ბარსელონა... ასეთი გუნდები არასოდეს არ არის სუსტი. როგორი სუსტიც არ უნდა იყოს რაღაც მომენტში, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი, სახელი და ტრადიციები უმაგრებს ზურგს. მათ იციან როგორ უნდა გაიარონ ეს გზა რომელზედაც ათასჯერ უვლიათ და შესაბამისად თავისუფლები არიან ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხისაგან. ჩემი მთავარი საქთმელი იყო სწორედ ის, რომ როდესაც ასეთი დიდი გუნდები თამაშობენ, მცირეოდენ უზუსტობასაც კი განსხვავებული შედეგები მოაქვს. და მეორე, მსაჯების შეცდომებმა ნამდვილად მოახდინეს ზეგავლენა საბოლოო შედეგზე. ეს რატომაა საკამათო ამას ვერ ვხვდები
ანესთეზეოლოგი
19 აპრილი 2017 17:57
0
რეალის გასვლა არალოგიკური იყო და ბაიერნის 2 გოლი ლოგიკური? ფეხბურთი ძალიან მაგრად მესმის და ობიექტურობის პრეტენზიაც მაქვს-შესაბამისად შენს დასკვნას ვერ ვეთანხმები. მსაჯობა რომ არ ვარგოდა ცალსახაა, მაგრამ არა მხოლოდ რეალის სასარგებლოდ. ჩამოთვლა 2 მხრივი შეცდომების შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთ მომენტში როცს ეკრანიდანაც კი ჩანდა გვერდითმა მხოლოდ 7 მეტრის გარბენის მერე აწია თამაშგარე - როცა ყვირილი ატეხეს მცველებმა და ხაზზე მფგომმა სათადარიგოებმა. მსაჯობა ვერ მიყვება ფეხბურთის დინამიკას აშკარაა, მაგრამ რეალი რომ ბაიერნს ჯობნიდა (რაც ძალიან გამიკვირდს) ესეც. მოდრიჩის, მარსელის, რამოსის (ავტოგოლის გარდა) რონალდოს თამაშს მხოლოდ ნოიერის გამორჩეული თამაში დაუპირისპირა ბაიერნმა, შედეგიც შესაბამისია.
ანესთეზიოლოგი-ს
19 აპრილი 2017 16:14
0
izi-ს: არა რეალისტობა და არაობიექტურობა ძალიან სხვადასხვა მცნებებია. შესაძლოა არარეალურის გჯეროდეს მაგალითად როგორც ჩემს მეზობელს, რომელსაც 2002-ში აჩემებული ჰქონდა რომ სენეგელი საფრანგეთს მოუგებდა, და როგორც ჩემს მეგობარს, რომელიც ამტკიცებდა რომ 2004-ში ბერძნები ევროპის ჩემპიონები გახდებოდნენ. მიუხედავად არარეალურობისა, ასეთებიც ახდენილა. მაგრამ არაობიექტურობა ეს სულ სხვა რამაა, ესაა როდესაც სიმართლეს ემალები. ანუ იგივე არაპროფესიონალიზმია. ასეთ დონეზე უკვე ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს. რეალი დიდი გუნდია, ბაიერნიც... გუნდმა სანტიაგო ბერნაბეუზე მოუგო რეალს კაცნაკლულმა. ასეთი დონის და თანაბარი შესაძლებლობების მქონე გუნდების თამაშის დროს დაშვებული ნებისმიერი მცირე შეცდომაც კი გადამწყვეტია. ნუ ვიკამათებთ თუ რომელი უფრო ძლიერია, ორთავე ძალიან ძლიერია, უბრალოდ მსაჯების შეცდომები ძალიან აშკარაა და ნურც ამაზე დავხუჭავთ თვალს...
ანესთეზეოლოგი
19 აპრილი 2017 15:17
0
აჩის კაზემირო პენლის დროს გასაგდები არ იყო? დამატებით დროში სიმულაციისთვის თუ...
musenbezi
19 აპრილი 2017 14:38
0
აჩიკო ფეხბურთი რა ცხოველია იცი ვაფშე თამაშს უყურე რომ ყვირიხარ ვიდალი გასაგდები იყოო?
achikos
19 აპრილი 2017 13:50
0
რეალი როგორც კი თამაშს გაშლიდა და სისწრაფეს მოუმატებდა ბაიერნი ვეღარ უძლებდა და უხეშობით პასუხობდა.

მსაჯი არაფერ შუაშია. რეალი ერთი თავით ძლიერი გუნდია.
ქართველი
19 აპრილი 2017 13:35
0
ვინც ვარ ხედავს ან არ უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ წუხელ მსაჯის გადაწყვეტილებებმა პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მატჩის მსვლელობასა და შედეგზე, მას უბრალოდ არ ესმის ფეხბურთი. გუნდმა 2 თამაშის ჯამში 1 საათის განმავლობაში ითამაშა 10 კაცის შემადგენლობით. გუშინ ვიდალის გაძევების მომენტში მსაჯი ყველაზე უკეთესი რაკურსით და ახლო მანძილიდან უყურებდა ყველაფერს. მიუხედავად ამისა დაუშვა ისეთი უხეში შეცდომა, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა შედეგზე. საერთოდ როგორც მე ვაკვირდებოდი მთელი თამაშის განმავლობაში მსაჯი ძალიან უარყოფითად იყო განწყობილი ვიდალის მიმართ, ფაქტიურად არ აძლევდა აგრესიული თამაშის შესაძლებლობას ართმევაზე, რაც უკვე მიღებული და დამკვიდრებული მანერაა მსაჯებშიც კი რადგან თვითონ თანამედროვე ფეხბურთის დინამიკამ და სისწრაფემ მოიტანა ართმევაზე თამაშის ასეთი სტილი. რონალდოს გოლზე აღარაფერვ ვამბობ დაახლოებით 2 მეტრიანი ტამაშგარე გაატარა გვერდითა მსაჯმა. საკვირველია, ასეთ დროს რატომ არ მიმართვავენ ვიდეო გამეორებას? ვისაც პრეტენზია გვაქვს რომ ფეხბურთი გვესმის, ვისი გულშემატკივარიც არ უნდა ვიყოთ, მოდით ვაღიაროთ, რომ ეს შედეგი იყო არალოგიკური. უმთავრესი ღირებულება მსაჯებშიც და ნამდვილ გულშემატკივარშიც არის ობიექტური აზროვნება. რაც ამ შეგრძნების გარეთაა, ის უკვე კაშა-იობაა...
ანესთეზეოლოგი
19 აპრილი 2017 13:35
0
როგორი არა"რეალისტი" და ნამდვილქართველი უნდა იყო რომ მსაჯს დააბრალო რამე როცა გუნდმა 2თამაშის ჯამში მოიგო 7:2 , მით უმეტეს როცა იმ 2-დან ერთი პენლით გავიდა.
izi
19 აპრილი 2017 13:30
0
როგორც ეტ ისე მეორე მხარეს უშვებდა შეცდომებს. ასე იყო და იქნება კიდეც მომავალსჰი ტუ რამე ახალი არ გამოიგონეს
achi
19 აპრილი 2017 13:29
0
ვიდალი გასაგდები იყო მანამდეც კიდე. როცა ყვითელი ახებული რო ქონდა მის სჰემდეგ 4 ფოლი აიხო ოტხივე ხისტი ტამასჰი იხო
achi
19 აპრილი 2017 13:26
0

სიახლეები პოპულარული