სერხიო რამოსი პიკეს რეაქციაზე: ჯობია პსჟ-სთან მატჩს გადახედოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა მიუნხენის "ბაიერნთან" (4:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ფინალზე საუბარი ნაადრევია, ჯერ მხოლოდ ნახევარფინალში გავედით, მაგრამ ნათელია, რომ ლიგის მოგება გვინდა. ძალიან გახარებულები ვართ, რომ "ბაიერნი" გავაგდეთ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კონკურენტი.

100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაში ლამაზი ციფრია. იმედია, "რეალში" კიდევ ბევრი წელი ვითამაშებ, სანამ ფეხბურთისგან სიამოვნებას მივიღებ".

რამოსმა ასევე პიკეს რეაქციაზეც გააკეთა კომენტარი. "ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ "რეალის" მეოთხე გოლის შემდეგ "ტვიტერში" მრავალწერტილი დაწერა, რაც სავარაუდოდ მატჩის მსაჯობაზე მისი რეაქცია იყო.

შეგახსენებთ,
რომ 84-ე წუთზე მსაჯმა არტურო ვიდალი გააძევა, ხოლო კრიშტიანო რონალდოს მეორე გოლი თამაშგარედან გავიდა.

"პიკეს რეაქცია? ჯობია პსჟ-სთან მატჩს გადახედოს. შესაძლოა, ამის შემდეგ მსაჯებზე აზრი შეიცვალოს. მოდით, "ბარსელონას" საპასუხო მატჩს დაველოდოთ ტურინის "იუვენტუსთან" და ვნახოთ, რა მოხდება. ისე კი ვიდეოტექნოლოგიების წინააღმდეგი არ ვარ", - აღნიშნა რამოსმა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
რო არ გაეგდო რა ბაიერნი მოიგებდა? რამდენი სეილი ჰქონდა ნოიერს და არც ერთი ნავასს.ორი ბურთიდან ერთი საეჭვო პენალტი და მეორე სულელური ავტოგოლი.დარწმუნებული ვარ რეალი ყველა ვარიანტში მოიგებდა.ბარსა პსჟ უარესი არ იყო 2 100% პენალტი რომ არ დაუდო პსჟს?
ვიდეო რეფერი სასწრაფოდ
19 აპრილი 2017 22:11
0
საჭიროა ვიდეო რეფერი უეფა ფიფა გამოფხიზლდით აღიზიანებს ხალხს უსამართლო შედეგები ტაბლოზე
ზურა
19 აპრილი 2017 15:55
0
ბარემ პირდაპირ გადაცენ ეს თაისი რაღას აწვალებენ
vazha
19 აპრილი 2017 15:19
0
ბაიერნმა 16 კაცის წინააღმდეგ ითამაშა და წააგებდა აბა რა იქნებოდა...ეს ჯგუფი ფეხბურთს საერთოდ არ უნდა გააკარო...მსაჯებზე ვამბობ......
მერაბი
19 აპრილი 2017 14:40
0
თუ არავინ არაა ვიდეო ტექნოლოგიების წინააღმდეგი რატო არ ამატებენ არ მესმის! არ შეიძლება გამარჯვებულის ბედი ესე წყდებოდეს!
დინამო
19 აპრილი 2017 13:44
0
ეგეთი მოგების დედას .................
giorgi
19 აპრილი 2017 12:25
0

სიახლეები პოპულარული