გამარჯვება "სამეფო კლუბს" დარჩა, რომელმაც იტალიური გუნდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმთავრეს ჯილდოს ისტორიაში მეთორმეტედ დაეუფლა. ამასთან, "რეალი" და მისი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდნენ პირველები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში (1991/92 წლების შემდეგ) გამარჯვება ზედიზედ შეძლეს.
სტადიონ "მილენიუმზე" გამართულ მატჩში ანგარიში კრიშტიანო რონალდომ მე-20 წუთზე, დანიელ კარვახალის გადაცემის შემდეგ გახსნა. ტურინელებს გასათანაბრებლად 7 წუთი დასჭირდათ - მარიო მანჯუკიჩმა ბურთი
შესვენების შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი ჩანდა - მადრიდის "რეალი". ჯერ 61-ე წუთზე კარლოს კასემირომ საჯარიმოს გარედან შორეული დარტყმით გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს, 64-ეზე კი ლუკა მოდრიჩის პასის შემდეგ, რონალდომ კარიერის მე-600 გოლი მიითვალა.
მატჩის მიწურულს "იუვენტუსი" კაცნაკლული დარჩა - 84-ე წუთზე მსაჯმა ფელიქს ბრიხმა მოედნიდან ხუან კუადრადო გააძევა. "მილენიუმზე" საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე მარკო ასენსიომ დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ფინალი დათმო.