ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გულშემატკივრები ფან-ზონაში, კარდიფში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, "იუვენტუსი"-"რეალის" დაპირისპირებას დიდ ეკრანზე უყურებდნენ.
ადგილზე ტურინის "იუვენტუსის" დაახლოებით 30 ათასამდე გულშემატკივარი იყო შეკრებილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე პიროტექნიკა აფეთქდა.
ადგილზე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია ტერაქტის შესახებ, რამაც შეკრებილებში პანიკა და შემდეგ ჭყლეტა გამოიწვია.
Football Italia-ს ინფორმაციით არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც "რეალმა" მესამე გოლი გაიტანა რა დროსაც პიროტექნიკა აფეთქდა.
- მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე