პატრის ევრა: "რეალთან" მატჩს მოუთმენლად ველი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა პატრის ევრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ აღნიშნა, რომ მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებას მოუთმენლად ელის.

მისი თქმით, "წითელ ეშმაკებს" გასული წარუმატებელი სეზონის გამო რეაბილიტაცია სურს.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან ვერ გავიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" გასულ სეზონში ჩავარდნის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში რეაბილიტაცია სურს.

მოუთმენლად ველი "რეალთან" შეხვედრას. ეს დიდი მატჩი იქნება, სადაც ცნობილი ადამიანები გავლენ მოედანზე, ხოლო გუნდებს დიდი მწვრთნელები უხელმძღვანელებენ. დარწმუნებული ვარ, ამ წელს ჩვენი ძალის დემონსტრირებას მოვახდენთ",
- თქვა ევრამ.

მომზადებულია Sky Sports-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული