არიენ რობენი: წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ არ უნდა მოვეშვათ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ჰავბეკმა არიენ რობენმა 19 თებერვალს ლონდონში "არსენალთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრა სტუმრებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს და საქმე საპასუხო თამაშის წინ, პრაქტიკულად, მოითავეს.

"სწორი მიმართულებით მივდივართ. დღეს ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით მეოთხედფინალისკენ, მაგრამ საპასუხო დაპირისპირება ჯერ წინ გვაქვს.

მოდუნება არაფრით უნდა დავუშვათ და თამაში მატჩიდან მატჩამდე გამუდმებით უნდა გავაუმჯობეს
ოთ.

ვფიქრობდით, რომ გულშემატკივრებით შეგულიანებული "არსენალი" პირველივე წუთებიდან შემოგვიტევდა და ამიტომ თავიდანვე განსაკუთრებულად
ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით.

აბედნიეროდ, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. გავიტანეთ ორი სწრაფი გოლი.
ეს კი უკვე სოლიდური ფორა იყო"
, - თქვა რობენმა.

ასევე იხილეთ:
არსენალი-ბაიერნი 1:3 - მიუნხენის "ბაიერნი" უკეთესია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული