იუპ ჰაინკესი: კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა დასასრული

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

23 აპრილს, "ალიანს არენაზე" გამართულ შეხვედრაში მიუნხენელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს, რითაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

"ჩვენ ბრწყინვალე ფეხბურთს მთელი სეზონის განმავლობაში ვაჩვენებთ. საქმე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებების გადამწყვეტ მატჩებში წარუმატებლობებმა გაგვახელა და ახლა გამარჯვებებზე ძალიან ვართ დაგეშილი.

გუნდი უბადლო ტაქტიკურ მომზადებას აჩვენებს და უმაღლეს დონეზე თამაშობს. ეს ეხება ფეხბურთელების ფიზიკურ შესაძლებლობებსაც, რომლები
ც ძალიან ბევრს დარბიან და მუდმივად ერთვებიან ორთაბრძოლებში.
"ბარსელონასთან" თამაშმა ეს ყველაფერი კარგად წარმოაჩინა.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა დასასრული.

კარგად მესმის, რომ "კამპ ნოუზე" საკმაოდ რთული თამაში გველის. ჩვენ მხოლოდ დღევანდელი წარმატებით ვხარობთ, მაგრამ მეტი არაფრით",
- თქვა ჰაინკესმა.

ასევე იხილეთ:
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფინალი დორტმუნდი ბაიერნი 1-3
giorgi
12:29 25-04-2013
0
ჯერ ეს გადაწყვეტილი არააა... ბარსა და არც რეალი მიეკუთვნებიან ისეთ გუნდებს დანებდნენ და ღმერთმა იცის ვინ გავა ფინალში
nika
13:27 25-04-2013
0

სიახლეები პოპულარული