დანიელ ალვეში: ეს იყო ყველაზე ცუდი დღე, რაც "ბარსელონაში" ვარ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა დანიელ ალვეშმა მიუნხენის "ბაიერნთან" (0:4) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძნელი იქნება საპასუხო შეხვედრაში, მაგრამ წინ 90 წუთია და უნდა ვცადოთ სიტუაციის გამოსწორება. თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.

როცა ისეთ ძლიერ მეტოქესთან დამარცხდები, რომელიც შენზე უკეთ გამოიყურება, ისღა დაგრჩენია, მიულოცო.

"ბაიერნი" მუდმივ პრესინგს მიმართავდა. რთულია ბურთის კონტროლი, როცა ასეთ ზეწოლას განიცდი.

ანგარიშმა, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები დაგვტოვა. ეს ყველაზე ცუდი დღეა, რაც ამ კლუბში ვიმყოფები",
- თქვა ალვეშმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი
ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული