დუშან უჰრინი: თუ მოხდა ისე, რომ გოლი გაგვიტანეს, ჩვენ ორს გავუტანთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა "დინამო არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე ბუქარესტის "სტიაუასთან" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"კარგ თამაშს ველით. "სტიაუა" ძლიერი გუნდია და ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები. თუმცა ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და მეტოქეს შევუტევთ.

შემიძლია ვთქვა, რომ "სტიაუას" ვიცნობ, რუმინელები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და 90 წუთის განმავლობაში შეუძლიათ პრესინგს მიმართონ. ამავე დროს ისინიც იცნობენ ჩემს ხელწერას, რადგან სამი წელი სწორედ რუმინეთში ვმუშაობდი.

ამიტომ კარგი მატჩი გველის. მოედანზე ორი შემტევი გუნდი იქნება და შევეცდებით შეხვედრა ჩვენთვის
სასურველი ანგარიშით დავასრულოთ. დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

თუ მოხდა ისე, რომ გოლი გავიტანეს, ჩვენ ორს გავუტანთ",
- თქვა უჰრინმა.

შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და ბუქარესტის "სტიაუას" შორის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
2-1 მოგრჩება, რათ გინდა ამხელა ანგარიშით მოგება :)
1111
10:05 30-07-2013
0
დინამო, დინამო, გამარჯვება დი-ნა-მო !!!
დათო
09:51 30-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული