გელზენკირხენის "შალკე" - ფავორიტი ბეწვის ხიდზე

AutoSharing Option
გელზენკირხენში ჰუუბ სტევენსის ტყუილად არ ეშინოდათ: ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ რაუნდში "შალკემ" თავისი საუკუნის მწვრთნელის მიერ გაწვრთნილ პაოკ-თან მხოლოდ 1:1 ითამაშა, საპასუხო შეხვედრა კი საბერძნეთში უნდა შედგეს, სადაც გელზენკირხენელებს სასურველი შედეგის დაფიქსირება გაუჭირდებათ.

მიუხედავად გელზენკირხენში მიღწეული ფრისა, სტევენსი ფიქრობს, რომ ფავორიტი მაინც "შალკეა":

"სტუმრად არ წავაგეთ და გოლიც გავიტანეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისია შევასრულეთ და ახლა უფრო კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ ფავორიტი მაინც გელზენკირხენული კლუბია",
- განაცხადა პაოკ-ის ჰოლანდიელმა დამრიგებელმა მატჩის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



შეხვედრის მიწურულს "შალკეს" ფანებმა
ფეხბურთელებს მაგრად უსტვინეს, მოგვიანებით კი მათ დასაშოშმინებლად საქმეში პოლიცია ჩაერთო.

3:3 "ჰამბურგთან", 0:4 ვოლფსბურგში, 1:1 პაოკ-თან - "შალკეს" კრიზისი გრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი: "არსენალი" და "ბაზელი" ლიგას უახლოვდებიან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული